5 დღე სვანეთში

  • 5 დღე
  • მაქს რაოდ 10
  • 2023-06-01
  • სასტუმრო
  • ტრანსპორტი
აღწერა

ტურის ფარგლებში თქვენ გაეცნობით მის უდიდებულესობა სვანეთს და სვანებს.

აქტივობები

ტრანსფერი მესტიაში. გზად ლანჩი სოფელ ნოდაშში, სადაც დავაგემოვნებთ

სვანურ სამზარეულოს. მესტიაში სასტუმროში განთავსების შემდეგ, საღამო

თავისუფალი.

საუზმის შემდეგ, მესტიის ცენტრში შევხვდებით ადგილობრივ გიდს და დავიწყებთ მესტიის City-ტურს. (თმარ მეფის ძეგლი, სეტის მოედანი, ბეთქილის ხიდები) შევდივართ სვანეთის ისტორიისა და ეთნოპგრაფიის მუზეუმში,რომელიც 2016 წელს დაჯილდოვებულია, როგორც ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო. აქ ექპოზიცია იწყება ბრინჯაოს ხანის ზარგააშის მაღაროს გათხრებში მიკვლეული საგანძურიდან, გრძელდება უძველესი კოლხული და ბერძნული ნუმიზმატიკით, ხატ-წერითა და გრავიურით. შუასაუკუნეებიდან მოყოლებული სვანეთი ყოველთვის წარმოადგენდა განძსაცავს, გაერთიანებული საქართველოსათვის და ამიტომ სვანეთში შემონახული ჩვენი მდიდარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა გულგრილს არავის ტოვებს. მუზეუმიდან ვინაცვლებთ მესტიის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში, შუასაუკუნეების კოშკებითა და მაჩუბებით (ძველი სვანური სახლი/კომუნა), ადგილობრივი გიდი გვიხსნის მის წარსულსა და თანამედროვეობას, სოციალური ყოფის ნიუანსებს, რა დროსაც შეგვიძლია დისკუსიაშიც შევიდეთ და დავსვათ ჩვენთვის საინტერესო კითხვები. აქვე მოვინახულებთ მარგიანების ეთნოგრაფიულ სახლს კოშკით.ლანჩი ისტორიულ უბანში, ხედით თეთნულდსა და ლაილაზე.ლანჩის შემდეგ, გადავინაცვლებთ, ისტორიული მესტიის კიდევ სხვა ნაწილში (ლაღამი) და მოვინახულებთ მაცხოვრის ფერისცვალების უნიკალურ ეკლესიას(ლაღამის მაცხვარიში სვან.)ეკლესია წარმოადგენს ორსართულიან ნაგებობას, მიწის ზემოთ, რაც უიშვითესია შუასაუკუნეების ქართულ ხუროთმოძღვრებაში; იგი არის ერთნავიანი ბაზილიკის ტიპის ნაგებობა, რომელსაც აქვს მხოლოდ სვანეთის სასულიერო ძეგლებისათვის დამახასიათებელი ფასადული მხატვრობა (გარე კედლებზეც). მაცხვარიშის პირველი სართული აგებულია მე-8 საუკუნეში და თავდაპირველად წარმოადგენდა კელიას, მე-2 სართული აგებული და მოხატულია მე-12/მე-13 საუკუნეებში, მეცენატი ძმები ქირქიშლიანების მიერ.ეკლესიას ადგილობრივ გიდთან ერთად გაგვაცნობს მხატვარ-რესტავრატორი,რომლის გვარსაც ეკლესიის მოვლა და პატრობობა გადაცემული აქვს უკვე ათას წელიწადზე მეტია.

საღამო თავისუფალი.

საუზმის შემდეგ მივემგზავრებით ¾ საათიან საფეხმავლო მარშრუტზე,

ჭალაადის მყინვარის მიმართულებით.

აღნიშნული მყინვარი მდებარეობს მესტიიდან ჩრდილოეთ მიმართულებით 11

კმ. მანძილზე და წარმოადგენს უშბის კალთის განშტოებას.

აქ დავტკბებით სვანეთის ველური ბუნების ულამაზესი ხედებით, გავივლით

ტყის მასივს და რიყის ფერდობთ ავუყვებით ენგურის მძლავრ შენაკადს,

მდინარე მესტია-ჭალას. ცოტა ხანში გამოჩნდება ჭალაადის მყინვარის თითქმის

სრული ტანი და მწვერვალი დალა-ყორას (დალის-კარი სვან.) კლდოვანი მასივი.

ბუნების ასეთი პირველქმნადი სახის მიუხედავად უნდა აღინიშნოს, რომ თავად

მარშრუტი არ წარმოადგენს განსაკუთხებულ სირთულეს, ვიზიტორთა თითქმის

არც-ერთი სეგმენტისათვის და ადვილად დაძლევადია, 6 წელს ზემოთ

დავშვებისათვის და ხანდაზმულებისათვისაც კი.

ამის შემგედ გავემგზავრებით ჰეშკილის ქოხებისაკენ, სადაც „ლაილას“

ულამაზესი ხედების ფონზე დავაგემოვნებთ ადგილობრივ კერძებს (კუბდარს და

ფეტვის ვარიაციებს რაც, სვანური სამზარეულოს ძირითად, ვეგეტარიანულ

მიმართულებას წარმოადგენს), გადავიღებთ ფოტოებს ჰეშკილის ცნობილ

საქანელასთან და განვიტვირთებით მთის ხასხასა ბალახზე.

საღამოს (სურვილის შემთხვევაში, არ შედის ტურის თავდაპირველ

ღირებულებაში) დავესწრებით ადგილობრივ ტელე-სეანსს კინო-პაბ „დედე“-ში.

კინო გადაღებულია სვანურ ენაზე, ადგილობრივი რეჟისორის მარიამ ხაჭვანის

მიერ და პროფესიონალი მსახიობების ნაცვლად ყველა აქტორი ადგილობრივი

მოსახლეა (ძირითადად უშგულის თემიდან). ფილმს აღებული აქვს არაერთი

საერთაშორისო ჯილდო, აზიური ოსკარი, კარლოივარის ჯილდო და სხვა.

დაბრუნება თბილისში/ქუთაისში/ბათუმში...

(იმის მიხედვით სად მიდის ჯგუფი)

500.00 USD
ზრდასრული
ასაკი 18+
ბავშვი
ასაკი 6-17