ალაჩათი~თურქეთი
-
6 დღე
-
მაქს რაოდ 10
-
2024-05-16
-
სასტუმრო
-
ტრანსპორტი
აღწერა
ალაჩათი თურქეთში, იზმირთან ახლოს მდებარეობს. სანაპირო ზოლი ეგეოსის ზღვაზე აქვს. მისი ძველი სახელწოდება არის აგრილა. დღევანდელი სახელი – ალაჩათი კი ოსმალებმა დაარქვეს. იმ დროს იქ თურქები და რუმინელები ცხოვრობდნენ. 2010 წლიდან ალაჩათში იმართება ყოველწლიული ფესტივალი, რომელიც სტარტს გაზაფხულზე იღებს. ეს ადგილი გაგაოცებთ სიქათქათითა და ყვავილების სიუხვით. მას შეიძლება მეორე სანტორინიც ვუწოდოთ. სამწუხაროდ, საბერძნეთში მდებარე კუნძულ სანტორინზე დასვენება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, მის ორეულ ალაჩათში კი, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყანაშია, სულ რაღაც 400 ლარიდან არის შესაძლებელი. თუ ჯერ კიდევ არ მიგიღიათ გადაწყვეტილება, სად გაატაროთ შვებულება, ეს ადგილი თქვენთვის იდეალურია...